გერმანიამ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად, გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF) 35 მილიონი ევრო (37,3 მილიონი დოლარი) შეიტანა. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ განაცხადა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და KfW განვითარების ბანკის მეშვეობით, ბერლინმა თანხა საგანმანათლებლო პროცესების განახლებაზე, სანიტარიულ და ჰიგიენურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის გამოყო.
გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 331 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 13 613 უკანონოდ არის დეპორტირებული რუსეთში. რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაზე ასევე დააზიანა 3126 სასწავლო დაწესებულება, მთლიანად კი, 337 გაანადგურა.