უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებები აჩვენებს მის პათოლოგიურ უგულებელყოფას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თანახმად, უნგრეთის ლიდერმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, სურს თუ არა მშვიდობა. უკრაინის საგარეო უწყების შეფასებით, თუ ხსენებულ კითხვაზე პასუხი დადებითია, ორბანმა უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს მისი ჯარები.
„უკრაინის დამარცხება ომში, რომლის მოწოდებით, ვიქტორ ორბანი ირიბად გამოდის, გამოიწვევს რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება.