საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დროებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ჩინეთის პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებების სრულყოფილად განსახორციელებლად, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით, [Covid19 -ის ინფექციის პრევენციისთვის] დადგინდა დროებითი ზომები, რომლებიც 2023 წლის 8 იანვრიდან ამოქმედდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
1. დისტანციური შემოწმება ჩინეთში მომავალმა მგზავრებმა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა გაიკეთონ ნუკლეინის მჟავის ტესტი (PCR ტესტი). ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებენ საელჩოებსა და საკონსულოებში მწვანე კოდზე განაცხადის გარეშე, ტესტის შედეგს შეიტანენ საბაჟო ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებს მას შემდეგ, რაც ტესტის პასუხი აჩვენებს უარყოფით შედეგს;
2. საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი კარანტინი ნუკლეინის მჟავის ტესტი აღარ იქნება საჭირო ქვეყანაში შემოსული ყველა მგზავრისთვის. მას, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც იქნება ნორმაში და საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ექნება დარღვევები, თავისუფალი იქნება კარანტინისგან. ის, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც არ იქნება ნორმაში ან ექნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, საბაჟო პუნქტში გაიკეთებს ანტიგენის ტესტს. დადებითი შედეგის შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ასიმპტომურია ან ადგილი აქვს მსუბუქ შემთხვევას სერიოზული თანმდევი დაავადებების გარეშე, მას ექნება სახლში თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სხვა შემთხვევებში რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა რაც შეიძლება სწრაფად, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, საბაჟო პუნქტი განახორციელებს რუტინულ ზედამხედველობას „სახელმწიფო ჯანდაცვისა და სასაზღვრო კარანტინის კანონის“ და სხვა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;
3. საერთაშორისო სამგზავრო ფრენები გაუქმდება შეზღუდვები საერთაშორისო სამგზავრო ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე, როგორიცაა „ხუთი ერთი“, „ერთი ქვეყანა, ერთი პოლიტიკა“, ეტაპობრივად გაიზრდება ფრენების რაოდენობა, გაუმჯობესდება მარშრუტების განაწილება. გამარტივდება აეროპორტებში შემომავალი ფრენების მართვის პროცესი, გაიზრდება აეროპორტების მუშაობის ეფექტურობა, გაიზრდება მნიშვნელოვან ქალაქებში ფრენების მიღების შესაძლებლობა. ყველა ავიაკომპანია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბორტზე ეპიდემიის პრევენციისთვის, მგზავრებმა ბორტზე ასვლისას აუცილებლად უნდა გაიკეთონ პირბადეები;
4. ჩინეთის ვიზა კიდევ უფრო გაუმჯობესდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო, ბიზნეს, სასწავლო, ოჯახის გაერთიანებისა და სხვა მიზნებისთვის ვიზის მიღების პროცედურები,
5. პორტების მუშაობა გაუმჯობესდება მენეჯმენტის მხარდამჭერი ზომები, რათა სხვადასხვა პორტებში ტვირთების ტრანსპორტირება უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ეპიდემიამდელ დონეს. დარეგულირდება „მგზავრების გაჩერებისა და ტვირთის დაშვების“ პოლიტიკა სახმელეთო პორტებში და ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა სახმელეთო პორტებში (მათ შორის საზღვართან მაცხოვრებლების მიმოსვლაც). ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა საზღვაო პორტებში. საერთაშორისო საკრუიზო გემებისთვის პირველ რიგში ამოქმედდება საპილოტე პროგრამა, შემდეგ კი ეტაპობრივად დაიშვება. ჩინელი და უცხოელი ეკიპაჟის წევრებისთვის გამარტივდება მორიგეობის შეცვლა ჩინეთში.
6. შემომავალი და გამავალი ტურიზმი საერთაშორისო ეპიდვითარებისა და მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესაბამისად, პირველ რიგში საპილოტე პროგრამის განხორციელების პრინციპის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის თანმიმდევრულად განახლდება ტურიზმი საზღვარგარეთ.
ნათქვამია Covid-19-ის ინფექციის საპასუხოდ სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმის საგარეო საქმეების ჯგუფის განცახადებაში.