ისრაელის არმიის მეთაურმა ავივ კოჩავიმ განაცხადა, რომ არმიის მზადყოფნის დონე ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებისთვის, გაუმჯობესდა. მისი თქმით, თუ არმიას დაევალება, იმოქმედოს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, „ის დაკისრებულ მისიას შეასრულებს“.
ქოჩავის თქმით, ირანი სირიაში ასობით რაკეტის განთავსებას ცდილობს.
ისრაელი ხშირად ადანაშაულებს თეირანს სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გამოყენებაში, სადაც ირანი მმართველ ასადის რეჟიმს მხარს უჭერს.
არმიის მეთაურმა აღნიშნა, რომ ისრაელმა სირიაში „მეორე ჰეზბოლას დაარსების შესახებ, ირანის მიზნის ჩაშლა მოახერხა.