„მთავარ შეკითხვაზე, პასუხი გაეცემა როცა გაეცემა“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას, შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს. საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მოიწვია მას შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლესთან აქცია „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ კონტრაქციას მიზანმიმართულს უწოდებს იმ მიზნით, რომ პრეზიდენტზე მომხდარიყო ზეწოლა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან, არსად არ იყვნენ 2007 წელს, ახლა მასწავლიან და მიკითხავენ მორალს, თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან აქეთ-იქით, თუ როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.