ომის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება, რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ დავეხმარეთ ევროკავშირს ეგრძნო ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის. ეს იყო უკრაინა, რომელმაც გააერთიანა ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში უკრაინა დაეხმარა დასავლეთს გლობალურ ასპარეზზე დაბრუნებაში.
„დასავლეთში რუსეთის არავის ეშინია. ახლა ევროპა იცავს საკუთარ თავს. ევროპა ძლევს კრიზისებს, მიუხედავად იმ კოლოსალური რესურსისა, რომელიც რუსეთმა ჩვენი კონტინენტის გასატეხად გამოიყენა. ყველაფერი, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოვიდა. რუსეთის ყოველი ნაბიჯი შეცდომა იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად პირველად გადახედა ნეიტრალიტეტის კონცეფციას და წინააღმდეგობა გაუწია აგრესიას.
„ისტორიაში პირველად ევროკავშირი ეხმარება თავდაცვაში ასეთი მასშტაბური აგრესიისგან. პირველად ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ შეცვალა თავისი კანონმდებლობა და პოლიტიკური წესები და ახლა შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევს ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.