მოსკოვმა და ანკარამ უკვე დაიწყეს მუშაობა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის პროექტის განხორციელებაზე.
ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა კონფერენციაზე განაცხადა.
„გაზის ჰაბი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლიან ფასებს ბუნებრივი აირის ბაზარზე“, - აღნიშნა მილერმა.
აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება.
ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა.