მოსკოვში რუსეთის, სირიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.
რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა სირიის კრიზისის მოგვარების გზები და ლტოლვილების პრობლემა განიხილეს.
ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ სირიაში ექსტრემისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ამ ფორმატში გამართული დიალოგის კონსტრუქციული ხასიათი აღნიშნეს და მისი გაგრძელების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
„მხარეების საერთო ინტერესია რეგიონში სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაცია“, - წერ რუსული მედია.