დაზვერვის, სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე წარმომადგენელმა New York Times-ს განუცხადა, რომ აშშ ცდილობს, რუსეთისთვის ირანული დრონების მიწოდება შეაჩეროს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლახან დააჩქარა ნაბიჯები, რათა ირანს ჩამოერთვას დასავლური წარმოების კომპონენტები, რომლებიც რუსეთისთვის გადაცემული თვითმფრინავების დასამზადებლად არის საჭირო. ჩამოგდებული თვითმფრინავების ნამსხვრევებმა აჩვენა, რომ „ისინი ამერიკული ტექნოლოგიით იყო შეფუთული“.
„იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა სხვა ტექნოლოგია უპილოტო თვითმფრინავებთან დასაპირისპირებლად, ბოლოს 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ნაწილის სახით“, - ციტირებს გამოცემა პენტაგონის მიერ 9 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარს.