ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა ორ-სამ წელიწადში შეეძლება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა საჰაერო ძალების კურსანტებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ შეგიძლიათ, ორ-სამ წელიწადში გადაკვეთოთ ცა აღმოსავლეთით და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში მონაწილეობა მიიღოთ, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით“, - ციტირებს Reuters-ი ბენი განცს.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის 2023 წლის პროგნოზის მიხედვით, ირანი ბირთვულ სფეროში შენელებული პროგრესის ამჟამინდელ გზას გააგრძელებს.
ირანისგან განსხვავებით, ისრაელი 1970 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერი არ არის. დოკუმენტი ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ, ბირთვულ ტექნოლოგიაზე მშვიდობიანი მიზნებით წვდომას უზრუნველყოფს.