მინსკის მტკიცებით, უკრაინული რაკეტა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩავარდა

ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება, რომ უკრაინული S-300 ტიპის რაკეტა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩავარდა.

მინსკის თავდაცვის სამინისტრო იძიებს, ჩამოაგდო თუ არა ბელორუსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტა, თუ ეს იყო „შეცდომით გასროლის“ შედეგი.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.