პრეზიდენტმა სალომე ზურაბოშვილმა, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაცვალების შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავცელებს.
ასევე, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“, პრეზიდენტმა დევი მეზურნიშვილი დააჯილდოვა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი მოზარდი გადაარჩინა.
„მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.
ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.