31 დეკემბრიდან WhatsApp სმარტფონის ზოგიერთ მოდელზე მუშაობას შეწყვეტს

31 დეკემბრიდან WhatsApp ზოგიერთი ძველი მოდელის სმარტფონებზე ფუნქციონირებას შეწყვეტს.

WhatsApp-ის მიერ გამოქვეყნებული სია მოიცავს iPhone-ების ზოგიერთ ძველ ვერსიას, ასევე Huawei-ს, LG-ის, Samsung-ისა და Sony-ს მიერ წარმოებულ სმარტფონებს.

უფრო კონკრეტლად, სმარტფონების სრული სია ასეთია:

24 ოქტომბერს WhatsApp-მა ასევე შეწყვიტა მუშაობა iPhone-ებზე, რომელთაც iOS 10 და 11 ოპერაციული სისტემები აქვთ.

სანამ WhatsApp ფუნქციონირებას შეწყვეტს, ჩამოთვლილი სმარტფონების მომხმარებლები ოპერაციული სისტემის ან თავად მოწყობილობის განახლების აუცილებლობის შესახებ რამდენიმე შეტყობინებას მიიღებენ.

„ტექნოლოგიის უახლესი მიღწევების შესანარჩუნებლად, ჩვენ რეგულარულად ვწყვეტთ ძველი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერას, რათა უახლესი სისტემების მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.