Transneft-მა მიიღო განცხადება Kaztransoil-ისგან „დრუჟბის“ ნავთობსადენის დამატებითი სიმძლავრის რეზერვის შესახებ.
ყაზახეთი გერმანიას ტრანზიტით, 2023 წელს 1,2 მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის. წერს რუსული მედია.
გერმანიამ სექტემბერში განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ყაზახეთთან ნავთობის შესყიდვის თაობაზე „დრუჟბის“ მილსადენით ტრანსპორტირებით, რათა უზრუნველყოს დამატებითი რეზერვი ქალაქ შვედტში და რუსული ნავთობის მოცულობები ჩაანაცვლოს.
ახლა ყაზახეთი „დრუჟბის“ მილსადენის ტრანზიტს და დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს უსტ-ლუგას პორტის მიმართულებით აგზავნის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული კომპანია KazMunayGas-ი (KMG) 2023 წლის იანვარში, გერმანიაში ნავთობის საცდელად გადაზიდვის საკითხს განიხილავს.