2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცახდა.
„კიდევ 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება",- თქვა უოლესმა.
მისი თქმით, ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება და რუსული ძალების გაძევება შეძლოს.
ამასთან, უოლესმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რათა კიევმა საჰაერო თავდაცვის კოორდინაცია უკეთ შეძლოს.