ანდრი ერმაკი: ზელენსკი არ ფიქრობს არჩევნებსა და მეორე ვადაზე, მისი მთავარი მიზანი ომში გამარჯვებაა

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიქრობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნესა და მეორე ვადით არჩევაზე, რადგან მისი მთავარი მიზანი ომის მოგებაა, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

კითხვას, რას ეტყვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე პოლიტიკურ რეიტინგებს ზომავენ, ერმაკმა უპასუხა, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა.

„ჯერჯერობით ჩვენ არც კი ვფიქრობთ ამ თემაზე [არჩევნებზე]. დღეს ომი და გამარჯვება არის მთავარი საკითხები, რაზეც ვფიქრობთ", - განაცხადა ერმაკმა უკრიანული მედიიის ცნობით.

„ომი ჯერ არ დასრულებულა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვიგოთ. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვისთვისაც ჩვენი გამარჯვება მარცხია. ვიღაცას ჰგონია, რომ პოლიტიკური დივიდენდებს ვიღებთ ომისგან. ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. პრეზიდენტი ამაზე 100%-ით არ ფიქრობს, ის ფიქრობს გამარჯვებაზე. ეს არის მისი მთავარი მიზანი", - განაცხადა ერმაკმა.

კითხვას, აპირებს თუ არა ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრას, ერმაკმა უპასუხა, რომ ეს თემა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახლა არ განიხილება. 

„ჩვენ არ განვიხილავთ ამ თემას, მაგრამ თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, დიახ. ქვეყანას ჰყავს საუკეთესო პრეზიდენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში. მას კიდევ ბევრი რამ შეუძლია, გააკეთოს ამ ქვეყნისთვის. ჩემი პირადი აზრია, რომ მან მეორე ვადით კენჭი უნდა იყაროს“, - განაცხადა ერმაკმა.