გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ DW წერს.
დოკუმენტების მიხედვით, აშშ გერმანიას ყოველწლიურად, სამ მილიარდ კუბური მეტრ თხევად გაზს 15 წლის განმავლობაში მიაწვდის. თუმცა, მიწოდება შეიძლება, მხოლოდ 2027 წელს დაიწყოს.
LNG ტვირთების მიწოდება RWE-ს მიერ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ანდრე სტრაკემ, RWE Supply & Trading-ის ხელმძღვანელმა, შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ კონტრაქტს, გერმანიის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისა და ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გრძელვადიანი გაძლიერებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.