დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 1000-ზე მეტი VALLON ლითონის დეტექტორი და 100 ბომბის განადგურების ნაკრები გადასცა.
„განაღმვის აღჭურვილობის მიწოდება, დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ქვეყანა უკრაინას 2022 წლის განმავლობაში უწევდა და ეს პროცესი 2023 წლამდე გაგრძელდება“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ.
VALLON-ს შეუძლია დაეხმაროს ჯარებს დანაღმული ველების გასუფთავებასა და უსაფრთხო მარშრუტების გაწმენდაში გზებსა და ბილიკებზე.
ამ აღჭურვილობას ასევე შეუძლია უზრუნველყოს ასაფეთქებელი ნივთიერებების გაწმენდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სახლებიდან, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
ბომბის განადგურების კომპლექტები შექმნილია რუსული ბომბების, საბრძოლო მასალისა და ისეთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოსაღებად, რომლებიც არ აფეთქდა.
ასაფეთქებელი იარაღის განადგურების ეს მოწყობილობა, ერთ-ერთი უახლესია იმ აღჭურვილობის ფართო სპექტრს შორის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, რუსეთის უკანონო შემოჭრის წინააღმდეგ, ბრძოლის მხარდასაჭერად გადასცა.