ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეერთებული შტატების 2023 ფისკალური წლის ბიუჯეტს. დოკუმენტში შედის უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ხელი მოაწერა „ორპარტიულ ყოვლისმომცველ კანონპროექტს, რომელიც ისტორიული პროგრესის ერთ წელს დაასრულებს".
„ბიუჯეტში გათვალისწინებულია ინვესტიციები სამედიცინო კვლევებში, უსაფრთხოებაში, ვეტერანთა ჯანდაცვაში. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯებს კატასტროფების დროს დახმარებისთვის, თანხებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და კრიტიკულ დახმარებას უკრაინისთვის“, - თქვა ჯო ბიდენმა.
ბიუჯეტიდან აშშ-ის მთავრობა სექტემბრის ბოლომდე 1,7 ტრილიონ აშშ დოლარს მიიღებს, მათ შორის 858 მილიარდი დოლარი დაიხარჯება თავდაცვის საჭიროებისთვის და 45 მილიარდი დოლარი უკრაინის დახმარებისთვის.
აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტიდან 132 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას მიიღებს საქართველო.