ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გზა „გლუვი“არ იქნება და რომ ჩინეთი გააგრძელებს ამ საკითხზე „ობიექტური და სამართლიანი პოზიციის“ შენარჩუნებას. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პუტინმა და სი ძინ პინმა შეხვედრა ვიდეოხიდის საშუალებით გამართეს.
ჩინური მხარის ცნობით, სი ძი პინმა აღნიშნა, რომ პეკინმა და მოსკოვმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე და ხაზი გაუსვა რუსეთის მზადყოფნას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში უკრაინასთან დაკავშირებით.
რუსული ტელევიზიის თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, მაგრამ ჩინეთის ტელევიზია CCTV-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ არაფერი თქმულა.
ვლადიმერ პუტინი სი ძინ პინის ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში, გაზაფხულისთვის ელოდება. მისი თქმით, ვიზიტისას ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
„ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ გლობალური პარტნიორები ჩვენი ქვეყნების ხალხის საკეთილდღეოდ და მსოფლიო სტაბილურობისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა.