ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ იტალიის ელჩი „ჩარევის“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად დაიბარა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 დეკემბერს განაცხადა.
საგარეო უწყების განმარტებით, ელჩის გამოძახების მიზეზი, ზოგიერთი იტალიელი მოხელის მხრიდან ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის შემცველი გამონათქვამების და ქმედების წინააღმდეგ პროტესტის დაფიქსირება იყო.
მანამდე, ერთი დღით ადრე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ირანის ელჩი მოჰამედ რეზა საბური, საპროტესტო გამოსვლების მიმართ ირანის ხელისუფლების „მიუღებელი“ რეაგირების გასაპროტესტებლად დაიბარა.
„მე მტკიცედ მოვითხოვე, აღარ განხორციელებულიყო სიკვდილით დასჯა, შეჩერებულიყო ძალადობრივი რეპრესიები და მომიტინგეებთან დიალოგისთვის შემეწყო ხელი“, - დაწერა ტაიანიმ ოთხშაბათს.
მისივე თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვა ირანში.
ირანში 100 დღეზე მეტი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს, თეირანმა დასავლეთის ათზე მეტი ქვეყნის ელჩი გამოიძახა, მათ შორის ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.
ირანმა დეკემბერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯა.