უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების კიდევ ერთი პარტია მიიღო.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები იყვნენ კონტაქტში საყვარელ ადამიანებთან.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მოძმე პოლონელ ხალხს, პოლონეთის მთავრობას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის კრიზისის დროს სწრაფი დახმარებისთვის. ეს Starlinks-ის მესამე პარტიაა, რომელსაც უკრაინა პოლონეთიდან იღებს. ეს არის ძირითადი პარტიის პირველი ნაწილი, რომელსაც იანვრის ბოლომდე მივიღებთ“, - განაცხადა შმიგალმა.