ევროპული გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე $850-ზე დაბლა, 21 თებერვლის შემდეგ პირველად დაეცა.
ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები.
იანვრის ფიუჩერსებზე (TTF ინდექსზე) ვაჭრობა $925,20ით ათას კუბურ მეტრზე (-1,9%) გაიხსნა.
შემდეგ, ფასი თანდათან შემცირდა და $839.3 (-11%) გაუტოლდა.
კვოტირების დინამიკა წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს ეფუძნება და ათას კუბურ მეტრზე $943,5 შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ენერგოკრიზისი და რესურსებზე ფასის ზრდა დაიწყო.