ბანგლადეშმა აშშ-ს სანქციების გამო არ დაუშვა რუსული გემი Ursa Major, რომელსაც ტვირთი „რუპურის ატომური ელექტროსადგურის“ მშენებლობისთვის გადაჰქონდა.
მედიის ცნობით, ბანგლადეშმა შეიტყო, რომ გემი აშშ-ის საბქციების ქვეშ იმყოფებოდა. „გემის პორტში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იყო მიღებული“.
დიპლომატიური წრეების წყაროს ცნობით, რუსეთის ელჩი ალექსანდრე მანტიცკი ბანგლადეშის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვაო დეპარტამენტში დაიბარეს.
აღსანიშნავია, რომ „რუპურის ატომური ელექტროსადგური“ დაპროექტებულია და შენდება რუსული პროექტის მიხედვით, რომელიც ორ ენერგობლოკს მოიცავს.