2022 წელს მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუქციონის სახლის გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს $18 მილიარდს მიაღწია.
Christie's-ის, Sotheby's-ისა და Phillips-ის მთლიანმა გაყიდვებმა ჯამში $18 მილიარდს მიაღწია, ამავდროულად, Christie's-ის გაყიდვებმა შეადგინა $8.4 მილიარდი, Sotheby`s - $8 მილიარდი, Phillips - $1.3 მილიარდი.
თითოეული კომპანიისთვის, გასული წელი იყო რეკორდული გაყიდვების გეგმის მიხედვით.
ამავდროულად, Christie`s-მა დაამყარა გაყიდვების რეკორდი ზოგადად ხელოვნების ნიმუშების ბაზრის ისტორიაში.
Sotheby`s-იმ წლევანდელი შემოსავლის ძირითადი წილი მილიარდერების ჰარის და ლინდა მაკლოის კოლექციის მეორე ნაწილის გაყიდვიდან მიიღო, რომლებმაც განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფა გადაწყვიტეს.
ამავდროულად, მათ დაიწყეს კოლექციის გაყიდვა 2021 წელს. მაშინ პირველი ნაწილის გაყიდვამ Sotheby's-ს $922 მილიონი მოუტანა, წელს კი - $246 მილიონი.
აუქციონის სახლმა Phillips-მა 2022 წელს შარშანდელთან შედარებით გაყიდვების 8%-ით გაზრდა შეძლო.
კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი იყო ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი, რომელიც $85 მილიონად გაიყიდა.