რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების” გამო პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს.
„სიმართლე გითხრათ, არა მგონია უახლოეს პერსპექტივაში ის [პუტინის მედიასთან საუბარი] ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც პანდემიამდე იყო… ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ მოლოდინი, რომ მალე ისევე იქნება, როგორც ადრე, მცდარი იქნებოდა. გიპასუხებთ: არ იქნება”, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „მიმდინარეობს კორონავირუსის მუტაციის პროცესები და გრიპის სხვადასხვა შტამების ძლიერი ეპიდემიოლოგიური ტალღები”, ამიტომ მათ, ვინც პასუხს აგებს პუტინის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, „უსაფრთხოების ზომები“ უნდა მიიღონ.