ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, რაკეტებმა დაახლოებით 350 კმ იფრინეს, მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 100 კმ შეადგინა.
სამივე რაკეტა იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა.