უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ წელს უკრაინა NATO-ს დე ფაქტო ნაწილი გახდა და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.
მისივე შეფასებით, 2022 წელი იყო დიდი გამოწვევების და ასევე დიდი ცვლილებების წელი.
მან მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებმაც აითვისეს დასავლეთის მიერ მოწოდებული სამხედრო დახმარება და რომლებმაც მისი თქმით, დაამტკიცეს, რომ შეძლებენ Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემის ეფექტიანად გამოყენებას.