სასამართლომ ნაგვის თავზე დაყრისთვის დაკავებულს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დეპუტატთან მიახლოება აუკრძალა

მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის საქმეზე სასამართლომ გირაოს სახით 2 000 ლარის გადახდა დააკისრა და მასთან მიახლოება აუკრძალა. სასამართლომ ამ საკითხზე დღეს იმსჯელა.

ფანგანმა 2000-ლარიანი გირაო 40 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს და წინასასამართლო სხდომის გამართვამდე მას ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდა.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვლს ნაგავი გადააყარა.