დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

პირველი იანვრიდან, დიდმა ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი სრულად შეაჩერა.

„ჩვენ ვუკეტავთ პუტინს მისი უკანონო ომის დაფინანსების გზას და მხარს ვუჭერთ ქვეყნებს მთელს მსოფლიოში, საკუთარი დამოკიდებულების შემცირების გზაზე", - წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც სხვა ბევრმა ქვეყანამ, რუსული ენერგიის მოხმარება შეამცირა.