ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაკარგულად ითვლება. როგორც რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, წყალდიდობამ ქვეყნის 10 რეგიონში 583,4 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.

67 ქალაქსა და 71 მუნიციპალიტეტში სასწავლო დაწესებულებებში მუშაობა შეწყდა. 22 დასახლებაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. მთავრობამ უკვე გამოყო 48,2 მილიონი პესო (865,800 აშშ დოლარი) დახმარებისთვის.