გლობალური ეკონომიკის მესამედი წელს რეცესიაში იქნება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წელი „უფრო რთული“ იქნება, რადგან აშშ-ის, ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება. IMF-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, ევროპისთვის რეცესია გარდაუვალია, აშშ კი მის ზღვარზეა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბაზისო მაჩვენებელი თავიდან აიცილებს გლობალურ რეცესიას მომდევნო წლის განმავლობაში, ამის შანსები არასასიამოვნოდ მაღალია. ევროპა ვერ გადაურჩება რეცესიას და აშშ ზღვარზეა", - განაცხადა გრეგორევამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს 190 ქვეყანა.
გეორგიევას კომენტარები საგანგაშო იქნება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, რომელმაც მძიმე წელი გადაიტანა 2022 წელს. ინფლაცია სტაბილურად იზრდება მთელ რეგიონში, ძირითადად უკრაინის ომის გამო, ხოლო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ასევე დაზარალდება შინამეურნეობები და ბიზნესი.