ზელენსკი: უკრაინამ ახალ წელს რუსეთის პირველი შეტევისას 45 დრონი ჩამოაგდო

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 45 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსული ძალების მიერ  იყო გაშვებული დედაქალაქ კიევზე თავდასხმის დროს.

ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა შაბათს გვიან ღამით, 13, კვირას კი, 32 დრონი გაანადგურეს.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები ქვეყნის მასშტაბით ირანული წარმოების კამიკაძე-თვითმფრინავებს იყენებენ.

„მათ არ შეუძლიათ უკრაინის ერთი წლის მოპარვაც კი. ისინი ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას", - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.