იაპონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს. სამიტი 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება.
უკრაინული მედია წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ინტენსიური დისკუსიებისთვის პირობები შექმნას.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა.