თურქეთმა შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Siper-ის გამოცდა წარმატებით დაასრულა. თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ისმაილ თურქეთის ხელისუფლება საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებას 2023 წელს გეგმავს.
„საახალწლო საჩუქარი თურქ ერს: ადგილობრივმა თურქულმა შორ მანძილზე მოქმედმა საჰაერო თავდაცვის რაკეტა Siper-მა წარმატებით გაიარა საცდელი გასროლა და მიზანს მოხვდა“, - წერს ისმაილ დემირი სოციალურ ქსელში.