დიდი ბრიტანეთი, ცენტრალურ აზიაში მის ყველაზე პერსპექტიულ პარტნიორებად ყაზახეთსა და უზბეკეთს განიხილავს.
ამის შესახებ Trend-ს მისი უდიდებულესობის სავაჭრო კომისარმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში კენან პოლეომ განუცხადა.
„ზედამხედველობას ვაწარმოებ სავაჭრო სამუშაოებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 14 ქვეყანაში. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ სავაჭრო ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ამ 14 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 44 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.
ცენტრალური აზია ჩვენი წარმატების მთავარი ნაწილია. სწორედ ამიტომ ცოტა ხნის წინ ყაზახეთსა და უზბეკეთში მეტი სავაჭრო რესურსის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა კენან პოლეომ. როგორც სავაჭრო კომისარმა აზერბაიჯანულ მედიასთან აღნიშნა,
„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობის გაზრდა, რომელიც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრიორიტეტია, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის აღმოსავლეთიდან. TITR, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკისთვის, - განაცხადა სავაჭრო კომისარმა.
პოლეომ აღნიშნა, რომ საჭიროა ტრანსკასპიური მარშრუტის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა და დიდი ბრიტანეთი მზადაა, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა, გაციფრულება თუ პორტების შესაძლებლობების გაზრდა, დაფინანსების უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მოზიდვა, რაც ხელს უწყობს რკინიგზის მუშაობის ოპტიმიზაციას.