ორშაბათს საღამოს, 2 იანვარს, რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებები გაისმა.
ამის შესახებ RBC-Ukraine ადგილობრივი Telegram არხების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
სევასტოპოლის საოკუპაციო „ხელმძღვანელმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.