დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფრო და უფრო ღრმა იქნება - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვს არ დაუდასტურებია უკრაინის მონაწილეიბა რუსეთის საჰაერო ბაზებზე დარტყმებში, მაგრამ ვარაუდობს, რომ ასეთი დარტყმები უფრო და უფრო ღრმა იქნება.

ამის შესახებ კირილო ბუდანოვი ABC News-თან ინტერვიუში ამბობს, რომლიც ამონარიდიც არხის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

კითხვას, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთის ავიაბაზაზე, ბუდანოვმა უპასუხა, რომ პასუხის გაცემა ამჟამად არ შეუძლია და ამას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. მან ააქვე აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმების ხილვით მოხარულია.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, იქ გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.