აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა.
Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია.
„ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. როგორც კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყანას, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ყაზახეთთან და თურქმენეთთან“, - განაცხადა ემრაჰ კაიამ.
„უპირველეს ყოვლისა, სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვანი მოცულობა ხორციელდება პორტებით, როგორიცაა ალიატი აზერბაიჯანში, აქტაუ ყაზახეთში და კურიკი და თურქმენბაში თურქმენეთში. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური აზიის ენერგორესურსები, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყონ დაბალი ღირებულება, მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური სიტუაციის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისთვის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
მისი აზრით, ამჟამად იზრდება აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ევროპისთვის, ვინაიდან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის რესურსებზე მიიღონ წვდომა.