ნორვეგიამ უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ 4 განაცხადა, რომ საარტილერიო ჭურვები შეიძლება გამოიყენონ M109 ჰაუბიცებში, რომლებიც ნორვეგიამ უკრაინას ადრე აჩუქა.
„ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, წინ აღუდგეს რუსეთის თავდასხმას. ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა 2022 წლის განმავლობაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას 2023 წელს“, - ნათქვამია განცხადებაში.