ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.
როგორც მან დასძინა, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის, შესაძლოა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გავრცელდეს.