საფრანგეთმა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აიყვანა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელების უსაფრთხოებისა და ევროპელებისთვის მშვიდობის აღდგენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მაკრონს ამ ლიდერობისთვის. ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, კერძოდ, ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ჩვენს ყველა სხვა პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ მიეწოდება დასავლური ტიპის ტანკები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის უსაფრთხოებისთვის და ყველა ევროპელისთვის მშვიდობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასეთი სიგნალი უკიდურესად აქტუალურია „რამშტეინის“ მორიგი შეხვედრის წინ.
აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.