მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თურქული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.
ამასთან, როგორც ცნობილია, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს.