ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდისა და „მწვანე“ ინდუსტრიის განვითარების მიზნით წარმოებას აფართოებენ.
ამის შესახებ დღეს ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.
ნორვეგიის მთავრობის წევრებისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის შეხვედრის შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას ნორვეგიულ კომპანია Equinor-სა და გერმანულ RWE-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის სფეროში.
„ენერგეტიკულმა კრიზისმა ხაზი გაუსვა ნორვეგიის, როგორც ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებლის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დაგვეხმარება საერთო მიზნების მიღწევაში. მწვანე ინდუსტრიალიზაციას და ემისიების შემცირებას“, - განაცხადა იონას გაჰრ სტერემ.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააფართოვონ თანამშრომლობა წყალბადის წარმოების, ბატარეის ტექნოლოგიების, ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვისა და ქარის ენერგიის სფეროში“, - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ.
ნორვეგია ევროპისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად ქვეყანამ გაზარდა ნახშირწყალბადების წარმოება რუსეთის მიერ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში საწვავის მიწოდების შეჩერების გამო.
Equinor-ი გახდა ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი „გაზპრომის“ მიერ მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ.