ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, ბელორუსისა და რუსეთის ჯარების რეგიონალური დაჯგუფების გაძლიერების შესახებ განაცხადა.
„საკავშირო სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრძელდება ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჯარების (ძალების) რეგიონული დაჯგუფების გაფართოება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსში რუსეთიდან პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა განაგრძობს ჩამოსვლას.
„ბელორუსის რესპუბლიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩამოსულ ქვედანაყოფებთან შემდგომი საბრძოლო კოორდინაციის ღონისძიებებია დაგეგმილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.