გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი სარაკეტო გამშვებებს, მანქანებს და თვითმფრინავებს მოიცავს. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე 5 იანვარს გამოქვეყნებულ სიაში.
ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რვა სადაზვერვო დრონს, 63 პიკაპს, სატანკო გადამზიდ ტრაქტორებს, საზღვრის დაცვის მანქანებსა და სხვა დახმარებას.
გერმანიამ ასევე მიაწოდა უკრაინას 17 სატვირთო მანქანა და 21 გენერატორი.
უკრაინას უახლოეს მომავალში ასამდე სადაზვერვო დრონი უნდა მიეწოდოს. ფედერალური მთავრობა ყოველ კვირა აახლებს უკრაინას მიწოდებული იარაღის ჩამონათვალს.