ლევან დავითაშვილი: ანაკლიით მსოფლიოს TOP-5 საპორტო ოპერატორია დაინტერესებული

2022 წლის განმავლობაში მსოფლიოს TOP-10 საპორტო ოპერატორიდან ხუთთან გვქონდა დიალოგი; მათ პროექტში მონაწილეობაზე მზადყოფნა და დაინტერესება გამოთქვეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMGtv-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში განაცხადა. 

მათ საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნიათ, არც უცხოები არიან ამ პროექტთან მიმართებით, ეს არის სინგაპურის პორტის ოპერატორი API, ეს არის დუბაის პორტები, აბუ დაბის პორტების კორპორაცია - პროექტს ყველა იცნობს და გიდასტურებთ, რომ ყველა ოპერატორი ამ პროექტით დღეს დაინტერესებულია, თუმცა ახალი პორტი შეიძლება სულ სხვა კონფიგურაციით მივიღოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.


შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.

28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა.


ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

ასევე გაეცანით