6 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7072 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.14 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8464 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8749 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.285 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1443 ლარს შეადგენს, გაუფასურდა ფუნტი და 3.2105 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 იანვრიდან შევა ძალაში.