2023 წლის პირველი იანვრიდან სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია.
ამის შესახებ ანკარაში დიპლომატიური წყაროები იტყობინება.
წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.
გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაციას ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მეშვეობით აცნობეს.