ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში ამერიკელ სენატორებს შეხვდა

ამერიკელი სენატორები ჯეკ რიდი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ანგუს კინგი კიევში იმყოფებიან.

მათ უკვე შეხვდათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინაში ამერიკის ელჩიც ესწრებოდა, შეხვედრაზე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. 

ამერიკელი სენატორებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის კადრებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.